logo
ENG



ამირან გამყრელიძე: პოლიცია ძალიან გვეხმარება კარანტინის და თვითიზოლაციის წესების დაცვაში

19 მარ 202013:29
3 წუთის საკითხავი
 
jm9toz7bpmtje7o.png

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები სამედიცინო პერსონას ეხმარებიან, რათა მოქალაქეებმა კარანტინი და თვითიზოლაციის წესები არ დაარღვიონ.

ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციის დარღვევაზე წესების გამკაცრებას დადებითად აფასებს.

„სამართალდამცავი უწყებები და პოლიცია ძალიან გვეხმარება კარანტინის და თვითიზოლაციის დაცვაში. სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა მას შემდეგომ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საპატრულო პოლიცია დაეხმარა. რეჟიმი გამკაცრდა რაც კარგია. როგორც ცნობილია თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი არის ვირუსით დაინფიცირებული. ძალიან ბევრი კონტაქტი იქნა გამოკვლეული ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით და ჩაღრმავებულ კვლევებს ვაწარმოებთ. სხვას მე ვერაფერს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა